Sunday, October 15, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე განსაკუთრებით სასიამოვნო იყო... წარმოვადგინეთ პროექტები, მოვისმინეთ კოლეგების რეკომენდაციები,გაგვიხარდა, რომ ტრენინგზე ნასწავლი მასალის პრაქტიკულად გამოყენება შევძელით. დიდი მადლობა ქალბატონ ლალის, რომელმაც დაუღალავად იშრომა, რომ მიზნისთვის მიგვეღწია. გვიქმნიდა თბილ და პოზიტიურ გარემოს, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარა მასალის საფუძვლიანად ათვისებაში...

Saturday, October 14, 2017

მოსწავლის ნაშრომი

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემაც მნიშვნელოვნად ჩაიარა, წარმოვადგინეთ საშინაო დავალება -მოსწავლის ნაშრომის შესწორებული ვერსია, ასევე დასრულებული და დასწორებული პროექტის გეგმა. ვისწავლეთ ბროშურის დამზადება და მისი გაფორმება.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელმა ტრენინგმაც მნიშვნელოვნად ჩაიარა. წარმოვადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,
 ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები და ტრენერისაგან მივიღეთ უკუკავშირი.ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის ბლოგზე გადატანა და ვიდეოების განთავსება. 

მეექვსე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია.გავითვალისწინებ ტრენერის კორექტულ შენიშვნებს.ვისწავლეთ იუთუბიდან ჩვენს ბლოგზე ვიდეოების განთავსება.ავტვირთეთ პრეზენტაცია ბლოგზე

ბრძოლა ბარბარიზმების წინაღმდეგ - გოგა ჩანადირის ახალი კამპანია

Saturday, September 30, 2017

საავტორო უფლებების ქაოსი

 http://www.newposts.ge/?l=G&id=66475-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%20%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9
http://barbarisms.ge/article1/
http://kar.ge/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98/

http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=43&t=7

http://www.kutaisipost.ge/statiebi/sazogadoeba/article/637-keklucobis-shedegebi-qarthul-enashi-da-modad-qceuli-barbarizmebi

მეხუთე დღის რეფლექსია

       მეხუთე დღე დავიწყეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსებით.ხელს გვიშლიდა ტექნიკური ხარვეზები, მაგრამ ჩვენმა ტრენერმა მაინც შეძლო ესწავლებინა ორი ინტერნეტ სივრცის გუგლ დრაივისა და ბლოგის ლინკით ერთმანეთთან დაკავშირება,ვისწავლეთ ახალ ფაილებში ლინკების განვითავსება,ტრენერის თავდაუზოგავი შრომა გვიადვილებს ახალი მასალის ათვისებას.

მეოთხე დღის რეფლექსია

      მეოთხე დღე ყველაზე უფრო საინტერესო იყო,განვიხილეთ საშინაო დავალება და მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან,გადავხედეთ გავლილ მასალას და შემდეგ ვისწავლეთ პორთფოლიოს ფონის შეცვლა,პორთპოლიოში ახალი ფაილების დამატება,დრაივში მოვძებნეთ სასწავლო გეგმის საქაღალდე,შევავსეთ სათანადო გრაფერბი და მივიღეთ ახალი დავალება.

Tuesday, September 12, 2017

ამონარიდები ეროვნული სასწავლო გეგმიდან, შედეგები და კრიტრერიუმები

              ქართ.XI. 1.მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
                                                  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
 * წინასწარ განასაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს  (აუდიტორიის ინფორმირება, დაინტერესება, გადარწმუნება, პროვოცირება... ) არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტიპს კონკრეტული ამოცანის მიხედვით.
*  ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ იქნება მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე გააჩნია აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი 
განსხვავებულ საკითხს და ა.შ.)
*წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით ( შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს.
*საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა.შ.)                                

პროექტის სასწავლო მიზნები

             * მოსწავლეები ინტერნეტსა და  ბეჭდურ მედიაში მოიძიებენ მასალას, რა საშულებებით ხდება დღეს ბრძოლა ბარბარიზმების წინააღმდეგ.
             *   შედგენენ ლექსიკონს, ჩამოწერენ ბარბარიზმებს, რომლებიც გვხვდება  როგორც სამწერლობო, ასევე  სამეტყველო ენაში.
           *   გააკეთებენ პრეზენტაციას და წარუდგენენ აუდიტორიას წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით, ისაუბრებენ კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, რომელიც თავადაც კარგად აქვთ გააზრებული და სხვებსაც გააცნობენ. გააკეთებენ დასკვნებს და გაეცნობიან რეკომენდაციებს.

მიმართულების მიმცემი სასწავლო კითხვები

                                                         
                                                            I. ზოგადი კითხვა

   1.როგორ ფიქრობთ, ენის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად , რა ღონისძიებების გატარება   შეგვიძლია  ბარბარიზმების ლიკვადიციისთვის?


                                                       II. თემატური კითხვა
1. სად გვხვდება უფრო ხშირად ბარბარიზმები? სამეტყველო ანუ სასაუბრო, თუ სამწერლობო ანუ სალიტერატურო ენაში? შეგიძლიათ მაგალითების მოყვანა?

2. რომელი ტიპის ბარბარიზმები გვხვდება უფრო ხშირად სამეტყველო ენაში?
                                                             
                                                           III.შინაარსობრივი კითხვა
1. როგორ სიტყვებს ეწოდება ბარბარიზმები და რა ტიპის ბარბარიზმების გახსენება შეგიძლიათ?
  2. რატომ ვსვამთ ბრჭყალებში წერის დროს დასაშვებ ბარბარიზმებს?                                                          

მესამე დღის რეფლექსია

   ტრენინგის მესამე დღეს გავიხსენეთ შესწავლილი მასალა, გავეცანით ერთმანეთის იდეებს. მივიღეთ უკუკავშირი კოლეგებისგან, ჩამოვაყალიბეთ პროექტის სასწავლო მიზნები, რაზეც მივიღეთ ტენერისაგან კომენტარი, გვეცანით პროექტის საკვანძო მიმართულების კითხვებს, რომელსაც გამოვიყენებთ შემდეგი ეტეპისათვის.

Wednesday, September 6, 2017

                                                           ჩემი პროექტის იდეა
                               ბარბარიზმების გავლენა თანამედროვე ქართულ ენაზე
 
ჩემი პროექტი დაყოფილი იქნება რამდენიმე მთავარ ნაწილად,რომელსაც ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები დაამუშავებენ . მოსწავლეები მოიძიებენ და გაარკვევენ რომელი ენებიდან შემოდის ყველაზე ხშირად ბარაბარიზმები. იყენებს თუ არა მედია და პრესა ინფორმაციის მიწოდების დროს ბარბარიზმებს.გაარკვევენ,რა ღონისძიებები ტარდება ბარბარიზმების დამკვიდრების საწინააღმდეგოდ,მოსწავლეები გააკეთებენ დასკვნებს და გაეცნობიან რეკომენდაციებს.

Sunday, September 3, 2017

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგზე დავრეგისტრირდით ბლოგზე. ტრენერის დახმარებით თავი გავართვით მოცემულ დავალებას. დღე ნაყოფიერი, სინტერესო და ეფექტური იყო.