Tuesday, September 12, 2017

ამონარიდები ეროვნული სასწავლო გეგმიდან, შედეგები და კრიტრერიუმები

              ქართ.XI. 1.მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
                                                  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
 * წინასწარ განასაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს  (აუდიტორიის ინფორმირება, დაინტერესება, გადარწმუნება, პროვოცირება... ) არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტიპს კონკრეტული ამოცანის მიხედვით.
*  ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ იქნება მსმენელი, რა სოციალურ-კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე გააჩნია აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი 
განსხვავებულ საკითხს და ა.შ.)
*წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით ( შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს.
*საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა.შ.)                                

No comments:

Post a Comment